ჭადრაკი

1:33 | 29.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ყუფარაძემ მე-5 ტურშიც იმარჯვა

საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატის პირველ ლიგაში ჩინებულად თამაშობს გიგა ყუფარაძე (2464), რომელსაც მე-5 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმი გააჩნია.

გასულ ტურში ყუფარაძემ თეთრი ფიგურებით თამაზ მგელაძე (2354) დაამარცხა, მისი უახლოესი მდევრები კი ნიკოლოზ ჩხაიძე (2203), აკაკი შალამბერიძე (2412) და ნოე თუთისანი (2301) არიან, რომელთა აქტივშიც 4-4 ქულაა.

მე-6 ტურში, რომელიც დღეს შედგება, თუთისანი ყუფარაძეს ეთამაშება, ხოლო ჩხაიძე – შალამბერიძეს.

0.119844