რაგბი

18:46 | 28.11.2014 | ნანახია 6454 - ჯერ

დავით კაჭარავა - საუკეთესო საუკეთესოთა შორის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და კრასნოიარსკის “ენისეი-სტმ”- ის შუამარბი დავით კაჭარავა გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

2014 წლის სეზონში ამ კლუბმა რუსეთის ჩემპიონატში ყველაფერი მოიგო - ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. სეზონის დასრულებიდან დაახლოებით 2,5 თვეში, გუნდის გამორჩეული მოთამაშეები დაასახელეს და ყველაზე წონადი პრიზი - 2014 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდება 29 წლის ქართველ მორაგბეს ერგო.

სარაგბო კლუბ “ყოჩების” აღზრდილი კაჭარავასთვის პირველი უცხოური კლუბი სწორედ “ენისეი” იყო, მერე მან საფრანგეთს მიაშურა და “ფედერალ 1”-ის “ნიცასა” და “როდეზში” ითამაშა, ხოლო შარშან კვლავ “ენისეის” დაუბრუნდა და გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა.

“ბორჯღალოსანთა” როგებში “კაჭის” დებიუტი 2006 წელს, უკრაინასთან მატჩში შედგა და მას შემდეგ ეროვნული გუნდის კვართი 76-ჯერ მოირგო, აქედან 4-ჯერ კაპიტნის რანგში და 14 ლელო (70 ქულა) გაიტანა. ის მინაწილეა 2007 და 2011 წლის მსოფლიო თასების, ერთხელ კი, “ბარბარესობის” შემადგენლობაში ითამაშა.

Loading...

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:09 | 30.11.2014
პანტელეიმონი (4102)

წარმატებას გისურვებ დავით.

18:40 | 30.11.2014
BEERTRANCE (97819)

უკეთეს ლიგაში მენახოს

19:08 | 29.11.2014
mishiko230 (311)

დათოს კარგი ბიჭია და ვულოცავ.უელსი მაგრად თამასობს აფრიკასთან,უელსტან თამაში ზაფხულში გვინდა რა

12:30 | 30.11.2014
doubleza (2599)

კარგი იქნბეა თუ გვეთამაშებიან, ზალიან წაგვადგება. მსოფლიო თასზე ტონგასთან და პუმებთან სწორი დაგეგმვის შემთხვევაში შანსების 30% მაინც გვაქვს. ნამიბია ცალსახად გასაჯეგი გვყავს. მინიმუმ ორი თამაშია მოსაგები ამ თაობას ეს ნამდვილად შეუძლია თუ ტრამვებიდან დავიცავით თავი და კარგ ფორმაშI შევხვდით ამ დროს.

14:43 | 29.11.2014
floyd-71 (125)

გაიხარე კაჭარავა. მაგარი კაცი. რუსბემა რო თავის პირველ გუნდში საუკეთესოდ ქართველი აღიარეს, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. წარმატებები!.
მეგობრებო, ვინმემ ეგებ ერთი კარგი ლიმნკი იცით სამხრეთ აფრიკა - უელსის და ინგლისი - ავსტრალიის დრევანდელი ტამაშების. ?

16:16 | 29.11.2014
გოჩა (219)

აქ იდება ხოლმე კარგი ლინკები, დაწყებამდე 1 საათით ადრე.
http://www.wiziwig.tv/competition.php?part=sports&discipline=rugby

17:16 | 29.11.2014
floyd-71 (125)

მადლობა გაიხარე

14:14 | 29.11.2014
Raul_7T (23)

მაგარი კაცი! მართლა საკვირველია, რომ უფრო მაღალ დონეზე ვერ იასპარეზა.

12:19 | 29.11.2014
Gela Chitidze (970)

მაგარია,მაგარი

23:09 | 28.11.2014
Torres9 (12648)

ბოჭვებში მხეცია

21:33 | 28.11.2014
chelidze (5010)

კაჭი მაგარი კაცი ხარ!კაპიტანნნნნ

19:44 | 28.11.2014
/. . . . . . . . . . . . . . ./ჴაატა II (6294)

დავით კაჭარავა ნაკრებშიც ერთ-ერთი საუკეთესოა.

18:48 | 28.11.2014
leonti (1176)

უდაოდ ძლიერი მორაგბეა!

18:47 | 28.11.2014
leonti (1176)

ბრავო კაჭი!

18:46 | 28.11.2014
maxo_65 (5815)

საცოდაობაა ამისთვის ენისეი, უფრო კარგ გუნდში უნდა იყოს, იაპონიასთან რომ ეთამაშა ამდენ ლელოს ვერ დაგვიდებდა, ძალიან ძლიერი რაგბისტია..



სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.074336