ფეხბურთი

15:24 | 28.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: “ასათიანს ფეხბურთის განსაკუთრებული გაგება აქვს”

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ინტერნეტპორტალ ცჰამპიონატ.ცომ-თან ინტერვიუში თავისებურად ახსნა თუ რატომ დაასრულა მალხაზ ასათიანმა საფეხბურთო კარიერა ნაადრევად.

- მალხაზ ასათიანმა კარიერის დიდი ნაწილი თქვენი ხელმძღვანელობით ითამაშა, როგორც კიევში, ასევე მოსკოვში. ფეხბურთს თავი რატომ დაანება? ბევრს ენატრება დაცვის საიმედო წყვილი - ასათიანი-როდოლფო.

- მალხაზზე ძალიან იმოქმედა ტრავმამ, ჯვარედინი მყესების გაწყვეტამ. მას გამოჯანრთელებისთვის დიდი დრო დასჭირდა, ხოლო შემდეგ შიში გაუჩნდა მუხლისა და ჯანმრთელობის მიმართ. რა თქმა უნდა, ასათიანს უფრო დიდ ხანს თამაში შეეძლო. მას ფეხბურთის განსაკუთრებული გაგება აქვს, ძალიან მაღალი. ნიჟეგოროდოვი დაცვაში საუცხოოდ თამაშობდა, მაგრამ შეტევებს არცთუ კარგად იწყებდა, ხოლო მალხაზს შეეძლო წინ ბურთითაც წასულიყო, პასიც გაეკეთებინა და გოლიც გაეტანა. ის ახალი ფორმაციის მოთამაშე იყო. მასთან ერთად სხვა ფეხბურთს ვაჩვენებდით, უფრო გახსნილს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131809