სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:00 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტ ჯორჯია” მეოთხედფინალს შეწვდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ბოლნისის “სიონმა” დავით ყიფიანის თასის საპასუხო შეხვედრაში “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლა. უხვგოლიანი თამაში ფრედ 3:3 დასრულდა და ბურდულის გუნდმა შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო.

პირველი მატჩი გასულ კვირაში “მცხეთა პარკზე” კახაბრიშვილის გოლით “ვიტ ჯორჯიამ” მოიგო. სტუ-ს ყოფილი ნახევარმცველის გოლმა ორი მატჩის ჯამში გამარჯვებულის ვინაობა განსაზღვრა.

“სიონი” არც გასულ სეზონში უჩიოდა გამოცდილი ფეხბურთელების ნაკლებობას, ხოლო მიმდინარე სეზონში ბურდულმა კიდევ უფრო მეტ მათგანს მოუყარა თავი და ის იშვიათი, მაგრამ მაინც რამდენიმე კარგად შესრულებული კომბინაცია, ამ ფეხბურთელების სათამაშო კლასს უნდა მივაწეროთ.

მცხეთელებს შემდეგ ეტაპზე გასვლა დავით სვანაძის გაძევებამაც გაუადვილა. 34-ე წუთზე, როცა “ვიტ ჯორჯია” იგებდა, 35 წლის დავით სვანაძე ვადაჭკორიამ გააძევა, თუმცა ათკაციანი მასპინძელის სრული უპირატესობით ჩაიარა მეორე ტაიმმა, ქვევით კი უფრო კონკრეტულად.

“კაუნასის” ყოფილმა ფეხბურთელმა გივი კვარაცხელიამ მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, თუმცა მან გოლი არა მეტოქის, არამედ თანაგუნდელის, ზურაბ ბათიაშვილის კარში გაიტანა და “სიონი” რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. საპასუხო მატჩის საწყის წუთებში ორი მატჩის ჯამში სხვაობა 2:0 გახდა ბერიძის მოთამაშეთა სასარგებლოდ.

მე-20 წუთზე დავით სირაძის პასით ჭიკაიძემ გაათანაბრა. 27 წლის შემტევი გასულ ზაფხულს ლადო ბურდულმა “ჩხერიმელადან” დაიმატა, ბოლნისელთა მაისურით მოთამაშემ სადებიუტო გოლი გაიტანა.

კაპიტანის გაძევებამდე “სიონმა” “მოასწრო” გოლის გაშვება. კურდღელაშვილმა გაიტანა და “ვიტ ჯორჯია” კვლავ წინ გავიდა.

ვანო კურდღელაშვილი ახალგაზრდა, 19 წლის ფეხბურთელია. უმაღლეს ლიგაში მეორე სეზონს ატარებს და თუ მისი თამაში გინახავთ, გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულია.

გასულ ევროტურნირებზე ბოლნისელთა შორის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვილი ისიანმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრა. მას მიმდინარე სეზონში უმაღლეს ლიგაში გოლი არ გაუტანია, თუმცა არამარტო მას, ბოლნისელთა სხვა ფორვარდებსაც უჭირთ გოლის გატანა.

კურდღელაშვილმა დუბლი მეორე ტაიმის დასაწყისში შეასრულა და კიდევ ერთხელ წინ გავიდა “ვიტ ჯორჯია.”

ამ მომენტიდან მოყოლებული ფაქტობრივად ბურთს მხოლოდ “სიონი” ფლობდა. მათ რამდენიმე კარგი კომბინაციაც გაითამაშეს ლადო ბურდულის “ჯიგარი ხარ, ჯიგარი ხარ-ს” ფონზე, თუმცა მთავარი მიზანი შეუსრულებელი დარჩა.

სამხარაძის გამათანაბრებელი გოლისას მარჯვენა ფლანგზე ძალიან სწრაფი და გააზრებული სამსვლიანი კომბინაცია გათამაშდა. განუგრავა-ლობჟანიძე-სამხარაძის პასებს ამ უკანასკნელის გოლი მოჰყვა, თუმცა დარტყმისას შეროზიას შეცდომაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, აუღებელი სულაც არ ჩანდა სამხარაძის დარტყმა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, სტუმართა მცველებმა საკმაოდ ახლოდან დაარტყმევინეს მეტოქეს.

შეროზიაზე კარგიც გვაქვს სათქმელი, როცა კუთხურის შემდეგ კვარაცხელიამ მეორე სართულზე ყველას აჯობა და კარგადაც დაარტყა, შეროზია კარგად გაიშალა და ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია ბურთი.

მატჩის მიწურულს “ვიტ ჯორჯია” კონტრშეტევაზე გადავიდა. ჯერ იყო და კახა კახაბრიშვილს ბათიაშვილის კარისკენ დარტყმის საშუალება ჰქონდა, თუმცა დააყოვნა და შეტევა შეანელა, ხოლო მეორე შემთხვევაში ირაკლი ღიბრაძემ კარგად გაშალა თამაში, მარჯვენა ფეხით მოჭრა ბურთი და გუნდი დაცვიდან შეტევაში გადაიყვანა, შემდეგ ბურთი დაიკარგა, ღიბრაძე გაჰყვა ბურთს, იბრძოლა, მოიპოვა, შემდეგ წააქციეს, მსაჯმა დააჯარიმა ბოლნისელები, მაგრამ ჯარიმას შედეგი არ მოჰყოლია.

მალე ვადაჭკორიამ ჩასტვინა, “ვიტ ჯორჯია” მეოთხედფინალში გავიდა, “სიონი” კი – გათამაშებას გამოეთიშა.

სიონი – ვიტ ჯორჯია 3:3 (2:2)

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 20 მაყურებელი

სიონი: ბათიაშვილი, კვარაცხელია, სვანიძე, გიორგი ფოფხაძე, დაჩი ფოფხაძე, გოგობერიშვილი (განუგრავა 46), კანდელაკი, ლობჟანიძე, ჭიკაიძე (სამხარაძე 68), ისიანი, სირაძე

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

ვიტ ჯორჯია: შეროზია (თათხაშვილი 77), საბაძე, კალანდია, გეთიაშვლი, მაისურაძე, დავლაშელიძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი, კვირკვია (ჩიტიშვილი 86), კუხალეიშვილი (ლობჟანიძე 46)

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

გოლები: 0:1 კვარაცხელია (საკუთარ კარში, 7), 1:1 ჭიკაიძე (20), 1:2 კურდღელაშვილი (23), 2:2 ისიანი (45), 2:3 კურდღელაშვილი (47), 3:3 სამხარაძე (75)

გაფრთხილება: სირაძე (24), კახაბრიშვილი (48), ისიანი (53), კვირკვია (53) განუგრავა (57)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)

გაძევება: დავით სვანაძე (34)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111691
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X