ფეხბურთი

18:49 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მეჰდი ბენატია “რომას” დახმარებაზე ფიქრობს

მიუნხენის “ბაიერნის” მაროკოელი მცველი მეჰდი ბენატია “სპორტ 1”-თან საუბარში აცხადებს, რომ მანჩესტერში “სიტის” დამარცხებას შეეცდებიან, რათა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაასრულოს, ამავდროულად “ბაიერნის” გამარჯვება ბენატიას ყოფილ კლუბს “რომას” დაეხმარება ჯგუფიდან გაღწევაში.

“მანჩესტერში მხოლოდ მოგებისთვის ვითამაშებთ. ჯგუფში ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. ამასთან მინდა, რომ “რომა” ჯგუფიდან გავიდეს, სადაც ჯერ კიდევ ბევრი მეგობარი მყავს და ჩვენი გამარჯვება მათ ამაში დაეხმარება”, - განაცხადა ბენატიამ.

მეჰდი ბენატია მიუნხენურ გიგანტში წლეულს გადავიდა სწორედ “რომადან” და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია.

“სიტისა” და “ბაიერნის” შეხვედრა დღეს, 25 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

0.117665