ფეხბურთი

16:38 | 25.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

რეხვიაშვილისა და “ბოლუსფორის” გზები გაიყარა

თურქეთის საფეხბურთო პირველ ლიგაში მოასპარეზე “ბოლუსფორისა” და ქართველი მცველის გიორგი რეხვიაშვილის გზები გაიყარა. ამის შესახებ თურქული ინტერნეტპორტალი boluolay.com-ი იუწყება.

რეხვიაშვილმა მე-6 ტურში სახლში “ალტონორდუსთან” ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანზე ხანგრძლივი პერიოდი ვერ გავა. აქედან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელთან შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება ნაადრევად გააუქმა.

26 წლის რეხვიაშვილის თურქულ კლუბში ზაფხულში საჩხერის “ჩიხურადან” გადავიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან “ბოლუსფორში” 6 მატჩი ჩაატარა.

0.118875