სხვა

16:27 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

გარდაიცვალა გურამ გუგენიშვილი

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა M-1 Challenge-ს ყველაზე ცნობილი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი. 28 წლის სპორტსმენი, რომელიც აღნიშნულ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონიც გახლდათ, ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.

გურამმა პროფესიული კარიერა 2009 წელს დაიწყო, საწყის ეტაპზე ზედიზედ 11 ორთაბრძოლა მოიგო და მიმდევრობით M-1 Ukraine-ს, M-1 Selection Western Europe-ს და M-1 Challenge-ს ტიტულები მოიგო.

შემდეგ იყო ცნობილი ტრილოგია ამერიკელ ჯენი გარნერთან, რასაც გუგენიშვილის ტრავმები მოჰყვა და მას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა.

მცირე ხნის წინ ქართველმა მებრძოლმა იაპონურ ორგანიზაცია IGF-თან კონტრაქტი გააფორმა და აღნიშნული კომპანიის მფარველობით სადებიუტო შერკინებაც ჰქონდა. გასულ აპრილს გურამმა ტონი ბონელო პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

მომავალი წლის იანვარში მას იაპონიაში კიდევ ერთი ორთაბრძოლა ელოდა, რის შემდეგაც M-1 Challenge-ის ბრძოლებს უნდა დაბრუნებოდა...

“მსოფლიო სპორტის” რედაქცია უსამძიმრებს გურამ გუგენიშვილის ოჯახს და ახლობლებს სახელოვანი სპორტსმენის გარდაცვალების გამო.

Loading...
0.147659