ფეხბურთი

16:15 | 9.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკო ვერატი “რეალის” სამიზნეზეა

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” 22 წლის ნახევარმცველი მარკო ვერატი, შესაძლოა, ზაფხულში მადრიდის “რეალში” გადავიდეს. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.

ვერატის საკუთარ გუნდში ხილვა მადრიდელთა ამჟამინდელ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ძალიან სურს. მადრიდელები მზად არიან იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილონი ევრო გადაიხადონ. ანჩელოტი თავის თანამემამულეს 2012-2013 წლების სეზონში, პსჟ-ში, უკვე ავარჯიშებდა.

ვერატი საფრანგეთის დედაქალაქში 2012 წლის ზაფხულში “პესკარადან” გადავიდა და გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12863