ფეხბურთი

19:28 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრესპო “პარმას” გასაწვრთნელად მზადაა

წარსულში ცნობილი არგენტინელი თავდამსხმელი ერნან კრესპო თავისი ყოფილი კლუბის, “პარმას” გასაწვრთნელად მზადაა.

“პარმამ” მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. “ჯვაროსნები” სერია A-ს ბოლო ადგილზე არიან. იტალიურ პრესაში რობერტო დონადონის დათხოვნაზე უკვე საუბრობენ, მის შემცვლელად კი კრესპოს ასახელებენ.

“იმედი მაქვს, რომ რობერტო დონადონი “პარმას” მწვრთნელის პოსტს სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს. ივნისში გუნდის ჩაბარება უკეთესი იქნება.

თუმცა, თუ “პარმას” ჩემი დახმარება სეზონის განმავლობაში დასჭირდება, რა თქმა უნდა, დავთანხმდები. “ჯვაროსნებში” რამდენიმე წელი გავატარე და ამ კლუბს კარგად ვიცნობ.” – აცხადებს კრესპო, რომელი “პარმაში” 1996-2000 და 2010-2012 წლებში თამაშობდა. “პარმა” მისთვის პირველი ევროპული, ხოლო კარიერაში ბოლო კლუბი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115576