ფეხბურთი

18:46 | 18.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანმა  “ლოკომოტივის” გამარჯვების 10 წლისთავი აღნიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მალხაზ ასათიანმა მოსკოვში ადგილობრივი “ლოკომოტივის” მიერ რუსეთის ჩემპიონატში გამარჯვების 10-წლისთავი აღნიშნა.

“ლოკომოტივის” ექსმოთამაშეებთან ერთად, მათი ყოფილი მწვრთნელი იური სიომინიც იმყოფებოდა. ასათიანი მოსკოვურ კლუბში 2003-2008 და 2009-2010 წლებში გამოდიოდა.

ის 2004 წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა, 2007 წელს ამავე ქვეყნის თასი მოიგო. 2003 და 2005 წლებში რუსეთის სუპერთასი მოიპოვა. 2005 წელს თანამეგობრობის თასს დაეუფლა. 2005 და 2006 წლებში რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 2008-2009 წლების სეზონში, ქართველი მცველი, რომელიც კარიერას ნახევარმცველად იწყებდა, კიევის “დინამოში” გაანათხოვრეს და უკრაინის პირველობაზე გაიმარჯვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113792