სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:47 | 17.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საპოვნელა” თბილისში დაიკარგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალში კახი კაჭარავას გუნდმა საშინაო მატჩი მოიგო, განმეორებით შეხვედრაში სამქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა თერჯოლურ კლუბს გაუჭირდება.

თამაში ცუდი სანახავი არ ყოფილა. სტუმრებსაც შეეძლოთ გატანა, თუმცა ბურთი მხოლოდ გიორგაძის კარში შედიოდა. მირიან გეწაძის ფეხბურთელები უმაღლეს ლიგაში გადმოსვლის პრეტენდენტები არიან და “ბორჯომთან” ერთად ბ ზონას ლიდერობენ, თუმცა უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან “საპოვნელა” იღბალმაც დააღალატა.

შინდაგორიძის გოლით დაწინაურებულ ცხინვალელებს ბერუაშვილის გაძევებამ დიდი დახმარება გაუწია. ივანიშვილისა და კაჭარავას გოლი სწორედ კაცნაკლული სტუმრების კარში გავიდა.

“ზესტაფონის” ყოფილი ფეხბურთელი დავით ბერუაშვილი 52-ე წუთზე გააძევეს, როცა ნახევარ საათზე მეტი დრო იყო დარჩენილი და ათი კაცით დარჩენილ დროში არათუ გაძლებას, გატანასაც დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.

“ციურიხის” ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ივანიშვილმა სეზონში მეორე გოლი გაიტანა. მას გასულ სეზონში ფეხბურთისთვის თავი ჰქონდა დანებებული, თუმცა დაბრუნდა და კაჭარავას გუნდს კარგად შეეწყო. დღევანდელ მატჩში მისი გოლი გადამწყვეტი იყო და ფაქტობრივად გამარჯვებულის ვინაობა ამ დროს გახდა ცნობილი.

მსგავსად ივანიშვილისა, ნიკა კაჭავასა და ლაშა შინდაგორიძეს ორ-ორი გოლი მოუგროვდათ. გუნდი ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და წარმატებულ სეზონს ატარებს, ხოლო “საპოვნელას” უმაღლეს ლიგაში გადმოსვლის რეალური შანსი აქვს.

საპასუხო მატჩი თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე 26 ნოემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

ცხინვალი – საპოვნელა 3:0 (1:0)

თბილისი, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი

ცხინვალი: ნადირაძე, კაჭკაჭიშვილი, ქემოკლიძე, მახარობლიძე (ქოჩლაძე 80), ივანიშვილი, თექთურმანიძე (მაქაცარია 85), გიგაური, იოსელიანი, ცერცვაძე, შინდაგორიძე (ლექვთაძე 74), კაჭარავა

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

საპოვნელა: გიორგაძე, ბერუაშვილი, ჩხიკვაძე, იობაშვილი, ჯიმშელეიშვილი, ფურთუხია, ცქიფურიშვილი (შუღლაძე 50), მურადაშვილი (სულაბერიძე 67), კენჭოშვილი, ტყეშელაშვილი, ლაბაძე (დარსაველიძე 87)

მთავარი მწვრთნელი: მირიან გეწაძე

გოლები: 1:0 შინდაგორიძე (16), 2:0 ივანიშვილი (71), 3:0 კაჭარავა (87)

მთავარი მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე

გაფრთხილება: მურადაშვილი (24), იოსელიანი (32), კენჭოშვილი (57), ქოჩლაძე (81), ტყეშელაშვილი (90)

გაძევება: ბერუაშვილი (52)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.278386
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X