ფეხბურთი

18:27 | 1.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო ევროპაში ბრუნდება

ვეტერანი ბრაზილიელი ფორვარდი ადრიანო დიდ ფეხბურთს უბრუნდება. “სქაი სპორტის” ინფორმაციით, ადრიანო საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარ “ჰავრში” განაგრძობს კარიერას.

თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ერთი თვის შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

“პრეზიდენტს უნდა დაველაპარაკო და ვნახოთ რა მოხდება. ჯერ არ მისაუბრია ყოფილ თანაგუნდელებთან მაქსველთან და იბრაჰიმოვიჩთან, თუმცა ვფიქრობ, ამას მალე გავაკეთებ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ცოტა ვითამაშე, მაგრამ იმედია ერთი თვის შემდეგ კარგ ფორმაში ვიქნები” – განუცხადა “სქაი სპორტს” ადრიანომ.

ადრიანოს თავის დროზე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მან იმედები ვერ გაამართლა. კარიერის გამორჩეული წლები კი მილანის “ინტერში” გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115654