კალათბურთი

14:57 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო ტრიშია

საკალათბურთო ევროთასის მე-3 ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) ბოლონიის “ვირტუსის” მცველი ბრენდონ ტრიში გახდა.

იტალიურმა კლუბმა ესპანური “სევილია” 84:82 დაამარცხა, ამერიკელმა კალათბურთელმა კი 25 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27-ს უწია.

ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი (32) რუსული “კრასნი ოკტიაბრის” ცენტრ მარკო კუზინს ჰქონდა, თუმცა, ვოლგოგრადელები ლიტვურ “ლიეტუვოს რიტასთან” 63:77 დამარცხდნენ.

სამეულში მოხვდა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ლეგიონერი კაილ ლენდრიც (26).

0.117827