სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

4:07 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტებმა სუსტები დაჩაგრეს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გუშინ ესპანეთის თასის 1/16 ფინალური ეტაპის ორი გამოტანილი შეხვედრა გაიმართა. მადრიდის “რეალი” ქვედალიგელ “კორნელიას” ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. სტუმრები რასაკვირველია გადახალისებული შემადგენლობით თამაშოდნენ, თუმცა მეტოქე ძალიან სუსტი იყო და მადრიდელებმა ცალი ფეხით იმარჯვეს. ანგარიში რაფაელ ვარანმა თავური დარტყმით გახსნა მე-10 წუთზე. მასპინძლები ყველაფერს აკეთებდნენ რათა რაიმე ღირებული შეექმნათ და ეს მე-20 წუთზე გამოუვიდათ კიდეც. “კორნელიას” ფეხბურთელებს დიდებული კომბინაცია გამოუვიდათ და მუნიოზმა ანგარიში გაათანაბრა. ტაიმი მაინც “რეალმა” მოიგო, გოლი კვლავ კუთხურს მოჰყვა და ისევ ვარანმა გაიტანა – 1:2.
მადრიდელები მეორე ტაიმშიც ნება-ნება აგორებდნენ ბურთს და იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ. 53-ე წუთზე ბენზემამ კარგად ითამაშა და ხავიერ ერნანდესს გადააწოდა ბურთი, რასაც მექსიკელის კარგი თამაში და მესამე გოლი მოჰყვა. 75-ე წუთზე კი, მარსელომაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:4.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, “სევილია” გასვლაზე “საბადელს” დაუპირისპირდა და უპრობლემოდ 1:6 დაამარცხა. გამოსარჩევია, რომ იაგო ასპასმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო თითო გოლი გამეირომ, კოლოძიეჩაკმა და რეიესმა გაიტანეს.

გეტყვით, რომ ამ კლუბების განმეორებითი შეხვედრები 17 დეკემბერს გაიმართება, ხოლო დანარჩენი 14 წყვილი 2,3,4 და 5 დეკემბერს ჩაატარებს პირველ მატჩებს.


კორნელია – რეალი 1:4 (1:2)


კორნელია დე ლობრეგატი, “ესტადიო მუნიციპალ დე ლა ვია ფერია”

რეალი (4-4-2): ნავასი, ნაჩო, ვარანე, არბელოა, კარვახალი, ილარამენდი, ხედირა, ისკო (დე ტომასი 76), როდრიგესი (მარსელო 60), ბენზემა (მედრანი 76), ერნანდესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1;1:2 ვარანე (10;36), 1:1 მუნიოზი (20), 1:3 ერნანდესი (53), 1:4 მარსელო (75).
გაფრთხილებები: მარინი – ვარანე
მსაჯი: სანტიაგო ხაიმე

საბადელი – სევილია 1:6 (0:2)

საბადელი, “ესტადი დე ლა ნოვა კრეუ ალტა”

სევილია (4-2-3-1): რიკო, კოლოძიეჩაკი, არიბასი, ნავარო, ფიგეირაში, ბანეგა, კრისტოფორო (კოტანი 78), დ.სუარესი (გამეირო 47), ვიდალი (დეულოფეუ 62), რეიესი, ასპასი.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 0:1 კოლოძიეჩაკი (28), 0:2;0:3;1:6 ასპასი (43;60;93), 0:4 გამეირო (67 პენ.), 0:5 რეიესი (70), 1:5 ფორგასი (75).
გაფრთხილებები: კრესპი, რახა, ნაზეტი – ნავარო, არიბასი
მსაჯი: ინაკი ბიკანდი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.10591
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X