ჭიდაობა

16:31 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კურტანიძემ ნაკრებების მწვრთნელები დაამტკიცა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ საზედამხედველო საბჭოს რეკომენდაცია გაითვალისწინა და თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებში ახალი მწვრთნელები დაამტკიცა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ზაზა თურმანიძე უხელმძღვანელებს. მას ნუგზარ სხირელი დაეხმარება. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდის მწვრთნელთა შემადგენლობას კი რომან რურუა ჩაუდგება სათავეში. მეორე მწვრთნელის სტატუსით ბერძნულ-რომაულ ნაკრებთან მუშაობას კვლავ ოთარ ტატიშვილი გაგრძელებს. მწვრთნელთა შტაბის დანარჩენ წევრებს უახლოეს დღეებში თავად მთავარი მწვრთნელები დაასახელებენ.

"თურმანიძეს და რურუას პირადად ვესაუბრე. ორივეს სამუშაო პროგრამას გავეცანი და მინდა მათ წარმატებები ვუსურვო” – გვითხრა ლუკა კურტანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111175