ფეხბურთი

11:16 | 28.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ პრიმერას გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2013/14 წლების საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი გახდა.

ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ სხვა პოზიციებზეც გამოავლინა გამარჯვებულები. როგორც მოსალოდნელი გახლდათ საუკეთესო მწვრთნელად არგენტინელი დიეგო სიმეონე აღიარეს.

საუკეთესო მწვრთნელი: დიეგო სიმეონე ("ატლეტიკო")

საუკეთესო მეკარე: კეილორ ნავასი ("ლევანტე", ამჟამად "რეალი")

საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი ("რეალი")

საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი ("რეალი")

საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა")

საუკეთესო თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი")

აღმოჩენა: რაფინია ალკანტარა ("ბარსელონა", განათხოვრებული "სელტაში" - 2013/14)

საუკეთესო მოთამაშე აფრიკიდან: იასინე ბრაჰიმი ("გრანადა" ამჟამად "პორტუ", ალჟირი)

საუკეთესო მოთამაშე სამხრეთ ამერიკიდან: კარლოს ბაკა ("სევილია", კოლუმბია)

ფეირ პლეი: ივან რაკიტიჩი ("სევილია", ამჟამად "ბარსელონა")

0.110799