ფეხბურთი

19:02 | 27.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიაში” სანაია ზამთარაძემ შეცვალა

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. “მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ გელა სანაიას მაგივრად გუნდს ზაზა ზამთარაძე გაუძღვება.

სანაიამ თანამდებობა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის განვლილ ტურში, საკუთარ მოედანზე “ზუგდიდთან” წაგების (0:1) შემდეგ დატოვა. ის “სამტრედიაში” განვლილი სეზონიდან მუშაობდა, როდესაც გუნდი პირველ ლიგაში გამოდიოდა და უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა.

რაც შეეხება ზამთარაძეს, ის ბოლოს მწვრთნელად “ზესტაფონში” დავით მუჯირთან ერთად მუშაობდა. ასევე, მას ეროვნულ ჩემპიონატში გიორგი კიკნაძესთან ერთად თბილისის “ლოკომოტივი”, ქუთაისის “ტორპედო”, რუსთავის “ოლიმპი” გაუწვრთნია. 38 წლის მწვრთნელი სამტრედიელ ფეხბურთელებს ორშაბათს წარუდგინეს და მან პირველი ვარჯიში ჩაატარა.

0.148589