ფეხბურთი

16:45 | 23.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენატიას “რომა” ახსოვს

მაროკოს ნაკრების მცველი მეჰდი ბენატია ამ ზაფხულს “რომადან” მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა. სამშაბათს კი მას თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია დაპირისპირება.

ბენატიამ იტალიელ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ მას რომაული კლუბი არ დავიწყებია და ჯერ კიდევ მის გულშია.

“ძალიან კარგად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ამავდროულად გული მწყდება ჩემი ყოფილი თანაგუნდელების გამო. “რომა” და რომი ისევ გულში მყავს. იმედი მაქვს, რომ “რომა” ამ მარცხს მალევე დაივიწყებს და ჯგუფიდან ჩვენთან ერთად სწორედ ის გაა” – ამბობს ბენატია.

მეჰდი ბენატია “რომაში” 2013 წელს გადავიდა და გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად მალევე იქცა. მანამდე იგი “უდინეზეს” ღირსებას იცავდა.

გიორგი მელქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124116