კალათბურთი

12:38 | 17.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველ ტურში რომაელი ამერიკელი გამოირჩა

საკალათბურთო ევროთასის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშე (MVP) რომაული “ვირტუსის” მცველი ბრენდონ ტრიში გახდა. ბელგიურ “შარლერუასთან” იოლად მოგებულ (88:59) მატჩში ამერიკელმა უკანახაზელმა 26 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 37 გახლდათ.

მე-2 ადგილზე ყუბანის “ლოკომოტივის” ფორვარდი დერიკ ბრაუნი აღმოჩნდა, რომელმაც 23 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა, სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 33 ჰქონდა. ისიც ვთქვათ, რომ რუსულმა კლუბმა პოლონურ “ჟიელონა გურას” სტუმრად 97:78 სძლია.

მე-3 მაჩვენებელი (30) თურქული “ქარშიაქას” ფორვარდ ხუან პალასიოსს აღმოაჩნდა – 29 ქულა, 10 მოხსნა. თურქები სალონიკის პაოკ-თან შინაურ მატჩში 81:87 დამარცხდნენ.

თეგებიევროთასი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11619