ჭადრაკი

1:22 | 17.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაპიდში ფანცულაიამ იმარჯვა

რაპიდში საქართველოს გრან-პრის გათამაშების III ეტაპის გამარჯვებული ლევან ფანცულაია (2626) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და ლუკა პაიჭაძეს (2576) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

მე-3 ადგილზე ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2144) გავიდა, რომელიც განთესვით მხოლოდ მე-14 გახლდათ, თუმცა, ერთბაშად 6 პარტია მოიგო და საბოლოოდ, 6.5 ქულა მიითვალა.

ისიც ვთქვათ, რომ 17 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვაჟთა ბლიცის ტურნირი ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112839