ფეხბურთი

20:51 | 15.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

„რუსთავმა“ თბილისში „დინამო“ გაანადგურა და ლიდერობა განიმტკიცა

ანგარიში 28-ე წუთზე ბრაზილიელმა ჟან სოუზა დე ალმეიდამ გახსნა, 39-ე წუთზე განელმა პრინს ოსეიმ რუსთაველთა უპირატესობა გააორმაგა, 45+5 წუთზე კი ასევე განელმა სოლომონ კესიმ მესამედაც აიღო თბილისელთა კარი.

ახლა „რუსთავმა“ 38 ქულა მოაგროვა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. 34-ქულიანი „დინამო“ მეორე ადგილზეა. ასევე 34-ქულიანი „იბერია“ დღესვე მოგვიანებით ქუთაისში „ტორპედოს“ ესტუმრება. ზოგადად, იბერიელებმა ერთი მატჩით ნაკლები ითამაშეს და წარმატების შემთხვევაში დაიბრუნებენ ლიდერობას.

ეს თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ეროვნულ ლიგაში ჩატარებული "დინამოს" მე-13 მატჩი და მესამე მარცხი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161682