ფეხბურთი

16:19 | 15.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგის პირველ ტურში ვერ ითამაშებს

გიორგი წიტაიშვილი ლა ლიგის პირველ ტურში ვერ ითამაშებს. „რაიო ვალეკანომ“ ქართველი ფეხბურთელის დარეგისტრირება ვერ მოასწრო.

შესაბამისად, წიტაიშვილს, დღეს, „სევილიასთან“ მატჩში მოედანზე ვერ ვიხილავთ. „რაიო“ ეცდება, რომ პრობლემა მომდევნო კვირაში მოაგვაროს, რასაც დიდი ალბათობით, შეძლებს და გიორგის დებიუტიც მეორე ტურში შედგება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი „რაიო ვალეკანოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მადრიდულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.175527