ფეხბურთი

15:46 | 15.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "პსჟ-ში თამაში ბევრს სურს, მაგრამ საამისო უნარები ყველას არ აქვს"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ფერან ტორესზე და ტრანსფერებზე:

„ვამაყობ ჩემი გუნდით. სეზონის ბოლოს ტიტულების მოგება მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მოედანზე ვაკეთებთ. რას ვხედავთ ჩვენი სურვილის, ფეხბურთის ჩვენი იდეის შესაბამისად თამაშის, ავთენტურად და სამართლიანად თამაშის განზრახვის თვალსაზრისით. ეს არის შესანიშნავი გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით.

ფინალი სხვა მატჩებს არ ჰგავს. თუ გოლს გაიტან, მეტოქეს არაფერი აქვს დასაკარგი და თავს გესხმის. ასე რომ, ეს სხვა ტიპის მატჩია. ფინალები ხშირად ღიაა. ჩვენ ვითამაშებთ სტადიონზე, სადაც შესანიშნავი ატმოსფეროა და ვეცდებით, ეს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

მოხარული ვარ ფერან ტორესის მოსვლით. ვაუმჯობესებთ ჩვენს გუნდს. ყველა შესაძლებლობისთვის ღია უნდა ვიყოთ და ფერანი მსოფლიო დონის მოთამაშეა. მას ძალიან კარგად ვიცნობთ. ის ადაპტირდება იმასთან, რაც ჩვენ გვინდა. მას შეუძლია წინა ხაზზე ნებისმიერ ადგილას თამაში. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მოთამაშე დავიმატეთ. ვაგრძელებთ ლუიშ კამპუშთან მუშაობას გუნდის გასაძლიერებლად. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი მოთამაშეების მოსვლა განსხვავებულ აზროვნებას გვაძლევს. გამარჯვებების გასაგრძელებლად ყველაფერი უნდა შევცვალოთ.

ყოველთვის ვეძებთ ფეხბურთელებს, რომლებიც უკეთესად შეეფერებიან ჩვენს პროექტს, ჩვენს იდეას. ხვალ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მატჩს „ლანსის“ წინააღმდეგ წარმოუდგენელ სტადიონზე ვთამაშობთ. კვლავ ვეცდებით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულის მოგებას. ვიცით, რამდენად რთულია იქ თამაში. ეს სეზონის განსაკუთრებული მომენტია, რადგან ჩვენი მომზადება ოპტიმალური არ არის.

უნდა ველოდოთ თუ არა მნიშვნელოვან როტაციას? გსურთ, რომ მოწინააღმდეგეს მივაწოდო მინიშნებები (ემი გუნდის შემადგენლობის შესახებ?. არ ვიცი იქნება თუ არა როტაცია... ჩემს მეუღლეს უნდა ვესაუბრო, რომ გავიგო, ვინ ითამაშებს.

ამჟამად ბევრი ფეხბურთელია, ვისაც პსჟ-ში გადასვლა სურს. თუმცა, ჩვენთვის ძალიან რთულია ისეთი ფეხბურთელების პოვნა, რომლებიც ნამდვილად ადაპტირდებიან ჩვენს მიზნებთან. ბევრს არ აქვს ჩვენი სათამაშო პროექტისთვის დამახასიათებელი თვისებები.

გულშემატკივრებს მოსწონთ ისეთი ფეხბურთელბის ნახვა, როგორებიც არიან დემბელე და დუე, რომლებიც საჯარიმოშიც თავს იცავენ. ფეხბურთში უნდა შეუტიო და დაიცვა. თუ ორივეს არ გააერთიანებ, ვერ გაიმარჯვებ. ამაში დარწმუნებულები ვართ და ნამდვილი სიამოვნებაა, რომ ფეხბურთელები თავს იცავენ.

როგორ განვითარდები, როცა მუდმივად იმარჯვებ? ჩვეულებრივზე მეტად კონცენტრირებული უნდა იყო. წარმატების ასეთი მომენტები დიდხანს არ გრძელდება. ჩვენ კი გვსურს გამარჯვებების გაგრძელება. ძალიან ამბიციურები და ახალგაზრდები ვართ.

არ გვაღელვებს ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტი ან ფიზიკური მდგომარეობა. საქმე უბრალოდ თითოეული მოთამაშის დონის შეფასებასა და იმის მოლოდინს ეხება, თუ რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ. მთავარია, გავაგრძელოთ მიმზიდველი ფეხბურთის თამაში, ჩვენივე ხედვით. ჩემთვის ადვილია იმ ფეხბურთელების წვრთნა, რომლებსაც მოსწონთ ჩემი პროექტი, რომლებსაც მოსწონთ ის, რასაც მათ ვთხოვ. ამიტომ, ვცდილობთ, ამ ტემპით გავაგრძელოთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლანსის“ მატჩი 16 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16862