ფეხბურთი

12:09 | 13.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

უცხოური მედია ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს აფასებს

"პარი სენ-ჟერმენმა" უეფას სუპერთასის ფინალურ მატჩში "ასტონ ვილა" 2:1 დაამარცხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა და მინდორზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

ქართველი ფეხბურთელის თამაშს ცნობილი გამოცემები გამოეხმაურნენ და ხვიჩა დადებითად შეაფასეს:

FootMercato: ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ყურადღების ცენტრშია. ქართველის გოლმა პსჟ-ს სუპერთასის მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და სეზონის სტარტზევე აჩვენა, რომ ლუის ენრიკე მასზე კვლავ დიდ იმედებს ამყარებს. პარიზული კლუბისთვის ეს კიდევ ერთი ტიტულია, ხოლო კვარაცხელიამ ახალი სეზონის პირველი დიდი მატჩი გოლით აღნიშნა.

Le Parisien: ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი მორიგი მნიშვნელოვანი გოლით დაიწყო. ქართველმა „პარი სენ-ჟერმენის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და „ასტონ ვილასთან“ უეფას სუპერთასის შეხვედრაში ანგარიში გახსნა. კვარაცხელიამ მე-20 წუთზე ზუსტად დაარტყა და პარიზელებს შეხვედრის დასაწყისშივე უპირატესობა მოუტანა.

MaxiFoot: კვარაცხელიასთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასაწყისია. ქართველი ფეხბურთელი დაბრუნდა იმ გუნდში, რომელმაც გასული სეზონი უმაღლეს დონეზე დაასრულა, ახლა კი უკვე ახალ სეზონშიც თავისი კვალი დატოვა. ხვიჩას გოლს დეზირე დუეს გამარჯვების მომტანი გოლი მოჰყვა, რამაც პსჟ-ს კიდევ ერთი ევროპული ტიტული მოუტანა.

ცნობისთვის, პსჟ-ს და კვარას ოთხ დღეში კიდევ ერთი ტიტულის შანსი ექნებათ - 16 აგვისტოს, „ლანსს“ საფრანგეთის სუპერთასისთვის შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170567