„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა.
„რთული მატჩი იყო მოსამზადებლად. ფეხბურთელებს დასვენება და ოჯახებთან ერთად დროის გატარება სჭირდებოდათ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ისინი „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურს იცვამენ, გულშემატკივრებთან და თავად ფეხბურთელებს შორის კავშირია. დღეს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ შეცდომებისა და ბევრი ნაკლოვანების მიუხედავად, ის გუნდი ვართ, როგორიც ყოველთვის ვიყავით.
ყოველთვის ვსაუბრობთ იმ მოთამაშეებზე, რომლებიც მატჩს იწყებენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყოთ შეცვლაზე შესასვლელად, განსაკუთრებით ამ ტიპის მატჩებში. ყველა მოთამაშე ერთ აზრზეა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ტიტულების მოსაგებად ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს.
მნიშვნელოვანი იყო ტიტულის მოგება, ძალიან მაღალი ტემპი იყო, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ამბიციური გუნდი ვართ, რომელმაც იცის რა უნდა და რა უნდა გააკეთოს მოედანზე.
არა მხოლოდ გამარჯვებაა მნიშვნელოვანი, არამედ, ისიც, თუ როგორ ვაკეთებთ ამას. მიზანი ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ასე უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
„პარი სენ-ჟერმენს“ 16 აგვისტოს, კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება, საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსს“ დაუპირისპირდება.







