„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა დეზირე დუემ ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა:
„საოცარია. ამ ტიტულის კიდევ ერთხელ მოგება წარმოუდგენელია. ნამდვილად რთულია, რადგან მანამდე საჭიროა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს კიდევ ერთხელ შევძელით და ჩვენთვის ეს ფანტასტიკური შედეგია“, - თქვა დუემ.
„პარი სენ-ჟერმენს“ 16 აგვისტოს, კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება, საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსს“ დაუპირისპირდება.







