ფეხბურთი

2:11 | 13.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: "კვარაცხელია ფანტასტიკურია, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია"

ბირმინგემის „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ევროპის სუპერთასზე პსჟ-სთან მატჩის (1:2) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მისი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ კვარას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია:

„ორი წლის წინ ის „ნაპოლიში“ ფანტასტიკურად თამაშობდა, ახლა კი პსჟ-ში. დღესაც შესანიშნავი გოლი გაიტანა. ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფილა. ახლა კარგ ფორმაშია და გაიტანა ისეთი გოლი, როგორსაც ჩვეულებრივ იტანს. ვცდილობდით, მისთვის ამის გაკეთების საშუალება არ მიგვეცა, მაგრამ მისი ხარისხი, რომელიც დღეს აჩვენა, ფანტასტიკურია. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, მას შეუძლია ოქროს ბურთი მოიგოს“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის სუპერთასი კარიერაში მეორედ მოიგო, ისევე, როგორც პსჟ-მ ისტორიაში.

მათ 16 აგვისტოს კიდევ ერთი ტიტულის შანსი ექნებათ, ამჯერად საფრანგეთის სუპერთასის, რომლისთვისაც „ლანსს“ შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.181187