ფეხბურთი

1:15 | 13.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი კარიერას „რაიო ვალეკანოში“ გააგრძელებს.

ცნობილმა ინსაიდერმა მატეო მორეტომ, რომელიც ფაბრიციო რომანოსთან თანამშრომლობს, გაავრცელა ცნობა, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყდა. ამრიგად, გიორგი „რაიოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და კონტრაქტს გააფორმებს.

„რაიო ვალეკანო“ ლა ლიგაში თამაშობს, გასულ სეზონში სულაც, კონფერენს ლიგის ფინალში გავიდა, სადაც „კრისტალ პალასთან დამარცხდა. ამრიგად, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ესპანეთის ლა ლიგაში ოთხი ქართველი იქნება - გიორგი წიტაიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი გულიაშვილი და საბა საზონოვი. ასევე, დიდი შანსია, ესპანეთში გააგრძელოს კარიერა გიორგი ქოჩორაშვილმა.

გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი ლიგა 1-ში, „მეცში“ გაატარა, სადაც 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მას ესპანეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც ორი წლის წინ „გრანადაში“ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, ოღონდ, ლა ლიგა 2-ში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.156938