ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ "ნაპოლიდან" კარიერას თურქულ "ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.
ლუკაკუმ „ფენერთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში მისი ხელფასი 6 მილიონი ევრო იქნება. თურქულმა კლუბმა „ნაპოლის“ 10 მილიონი ევრო გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს „ანდერლეხტის“, „ვესტ ბრომვიჩის“, „ევერტონის“, „მანჩესტერის“, „ჩესლის“, „ინტერისა“ და „რომას“ რიგებში აქვს ნათამაშები.







