ფეხბურთი

19:35 | 12.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი სლოვაკეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

სლოვაკეთის ჩემპიონატის მესამე ტურის სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

Nike Liga-მ ტური შეაჯამა და საუკეთესო 11-ეულში ქართველების სიმრავლეა: ცენტრალური მცველის პოზიციაზე თორნიკე ძოწენიძე გამოარჩიეს, შეტევაში კი ლუკა ხორხელი და ლევან ნონიკაშვილი.

„მიხალოვცეს“ მცველმა ძოწენიძემ „კომარნოსთან“ ძალიან კარგი თამაში ჩაატარა, „სპარტაკ ტრნავას“ ფეხბურთელმა ლუკა ხორხელმა „ბანსკა ბისტრიცასთან“ გოლი გაიტანა, ხოლო „სკალიცას“ შემტევმა ლევან ნონიკაშვილმა ასევე გოლი მიითვალა „ჟილინას“ წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157624