32 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი მემფის დეპაი "კორინთიასში" აღარ ითამაშებს და თავისუფალი აგენტია. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის ახალი 2-წლიანი კონტრაქტი პრაქტიკულად შეთანხმებული იყო, კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ გარიგებაზე უარი ბოლო მომენტში თქვეს.
დეპაის განცხადებით, კლუბთან მისი კონტრაქტის კიდევ ორი წლით გახანგრძლივება უკვე შეთანხმებული იყო. მისი თქმით, ახალი ხელშეკრულებას მხარს უჭერდა როგორც კლუბის პრეზიდენტი, ისე სპორტული, იურიდიული და ფინანსური დეპარტამენტები, თუმცა საბოლოოდ „კორინთიანსმა“ შეთანხმებაზე უარი თქვა.
ნიდერლანდელი თავდამსხმელი ბრაზილიურ კლუბს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და საკუთარი ინტერესების დასაცავად მკაცრი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ „კორინთიანსმა“ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ჩვენი არსებული შეთანხმება და ჩემი კონტრაქტი კიდევ ორი წლით არ გაახანგრძლივოს. ეს განახლება პრეზიდენტთან, ასევე სპორტულ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან პირდაპირ იყო შეთანხმებული. თუმცა, ზოგიერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, ეს ვალდებულება დაერღვია.
მომდევნო დღეებში საჯაროდ ვისაუბრებ, მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამ მიუღებელ საქციელს უპასუხოდ არ დავტოვებ“, - განაცხადა დეპაიმ.
მემფის დეპაი „კორინთიანსში“ 2024 წელს გადავიდა. კლუბის მაისურით მან 79 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად მოიგო პაულისტაო, ბრაზილიის თასი და სუპერთასი.





