„მანჩესტერ სიტიმ“ არგენტინელი მეკარის ხერონიმო რულის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 34 წლის კარის დარაჯი კლუბს „მარსელიდან“ შეუერთდა.
რულიმ "სიტისთან" 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. არნიშნული ტრანსფერი "ქალაქელებს" დაახლოებით 2 მილიონი დაუჯდათ.
ხერონიმო რული "სიტის" ღირსებას 2016 წელს იცავდა, თუმცა მაშინ არგენტინელს ძირითად გუნდში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. რულის კარიერის სხვა და სხვა დროს "სოსიედადში", "ვილიარეალში", "მონპელიეს", "აიაქსის" და 'მარსელის" რიგებში უთამაშია.





