ფეხბურთი

21:44 | 3.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ვიცით, რომ ფორვარდის პოზიციაზე რაღაც უნდა გავაკეთოთ"

„ბარსელონას“ რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ ფორვარდის პოზიციაზე პრობლემა აქვს.

კატალონიურ გრანდს ჯერ ფორვარდი არ უყიდია და ამასთან დაკავშირებით ჰანსი ფლიკმა კომენტარიც გააკეთა:

„დეკუს მიმართ სრული ნდობა მაქვს და ვიცით, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ეს ფერანზეცაა დამოკიდებული. ვნახოთ, რას ვიზამთ. ლამინმა ჩვენთან ერთად რამდენიმე თამაში ითამაშა ცრუ ცხრიანის პოზიციაზე. ის ფანტასტიკური მოთამაშეა, მსოფლიო დონის და იცის, როგორ მოერგოს სიტუაციას. ჩვენი ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ მან „შვიდიანის“ პოზიციაზე ითამაშოს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. გორდონს და ადეიემის შეუძლიათ ცხრიანის პოზიციაზე და ორივე ფლანგზე თამაში. ბევრი ვარიანტი გვაქვს და ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა ფლიკმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163962