მაურისიო პოჩეტინომ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა განაახლა.
შედეგად, არგენტინელი სპეციალისტი აშშ-ს ნაკრებს 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე უხელმძღვანელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
პოჩეტინო აშშ-ს ნაკრებს 2024 წლიდან უდგას სათავეში და აწ დასრულებულ მუნდიალზე გუნდი მერვედფინალში გაიყვანა, სადაც ისინი ბელგიასთან დამარცხდნენ. მაურისიო მანამდე „ესპანიოლში“, „საუთჰემპტონში“, „ტოტენჰემში“, პსჟ-სა და „ჩელსიში“ უმუშავია.







