ემილიანო მარტინესმა შესაძლოა სანაკრებო კარიერა დაასრულოს. „ასტონ ვილას“ მეკარემ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომ უნდა დაფიქრდეს მომავალზე და შეიძლება, ახლა წასვლისთვის საუკეთესო დრო იყოს.
„ვოცნებობდი, ისევ მომეგო, ვოცნებობდი, რომ ისტორია კიდევ ერთხელ დაგვეწერა. სიმართლე ისაა, რომ ძნელი ასახსნელია ეს ტკივილი. ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე, გავიგო, როგორ გავაგრძელო წინსვლა და არის თუ არა, ახლა უკან ნაბიჯის გადადგმის დრო. ძალიან ვწუხვარ, ყველაფერი გავიღე ჩემი ქვეყნისა და თანაგუნდელების დასახმარებლად“, - დაწერა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ემილიანო მარტინესი არგენტინის ნაკრების წევრი 2021 წლიდანაა და 67 მატჩში მიიღო მონაწილეობა.







