ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა სტატია ფეხბურთელებზე, რომლებიც მომდევნო სეზონში II ბუნდესლიგაში გამორჩეულები იქნებიან.
სხვებთან ერთად ამ სიაში მოხვდა „ჰაიდენჰაიმის“ ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გუნდთან ერთად მეორე დივიზიონში დაქვეითდა.
„ბუდუ ზივზივაძე უმაღლეს დივიზიონში გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ მეორე ბუნდესლიგაში დაბრუნდა და მორიგი ფურორისთვის ემზადება. 2024-2025 წლების სეზონის პირველ ნახევარში, ქართველი ფეხბურთელი 12 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო, თუმცა გადაწყვიტა, რომ თავისი მაშინდელი კლუბიდან „კარლსრუედან“, „ჰაიდენჰაიმში“ გადასულიყო.
ზივზივაძემ განსაკუთრებით კარგად ითამაშა გასული სეზონის ბოლო პერიოდში, როდესაც სხვა მატჩებთან ერთად, „ბაიერნის“ წინააღმდეგ სანახაობრივ, 3:3 დასრულებულ მატჩში ორი გოლი გაიტანა. „ის არა მხოლოდ გოლს იტანს, არამედ კარგად ფლობს ბურთს და იგებს დუელებს“, - ამბობს მწვრთნელი ფრანკ შმიდტი და აქებს 32 წლის თავდამსხმელის თვისებებს, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში „ჰაიდენჰაიმის“ თამაშებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - წერს საიტი.
„ჰაიდენჰაიმს“ სეზონის დაწყებამდე ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი „ბოლონიას“, „ჰამბურგისა“ და „ინგოლშტადტის“ წინააღმდეგ, ხოლო სეზონს 8 აგვისტოს, „ოსნაბრუკთან“ საშინაო შეხვედრით დაიწყებს.





