ჩოგბურთი

13:50 | 21.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანა კურნიკოვამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი შვილები ესპანეთის ნაკრების მაისურებში არიან გამოწყობილნი

დიდი სლემის ორგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს ყოფილმა პირველმა წყვილთა შორის მოთამაშემ, ჩოგბურთელმა ანა კურნიკოვამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი უფროსი შვილები ესპანეთის ნაკრების მაისურებში არიან გამოწყობილნი.

პოზირებენ ვაჟი ნიკოლასი და ქალიშვილი ლუსი (დაიბადა 2017 წლის 16 დეკემბერს), ასევე ქალიშვილი მერი (დაიბადა 2020 წლის 30 იანვარს). კურნიკოვას მეუღლე პოპულარულ ესპანელი მომღერალი ენრიკე იგლესიასია. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

ესპანეთმა გასულ კვირას მოიგო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, ფინალში არგენტინა დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ფერან ტორესმა 106-ე წუთზე გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158162