ფეხბურთი

11:49 | 21.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოლისე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო შემქმნელ ფეხბურთელად დაასახელეს

ფიფამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დაასახელა.

ტურნირზე ყველა მოთამაშეს ნულიდან 10-მდე ქულა მიენიჭა სამ კატეგორიაში: შემტევი, კრეატიული და თავდაცვითი.

ფრანგმა გარემარბმა მაიკლ ოლისემ შემქმნელებს შორის ლიდერობა მოიპოვა 8.29 რეიტინგით. რეიტინგი აღიარებს მოთამაშეებს, რომლებიც თავდამსხმელებს ეხმარებიან და შანსებს ქმნიან. ოლისე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი პასით საუკეთესო ასისტენტი გახდა.

ლიონელ მესიმ მეორე ადგილი დაიკავა (8.26), ხოლო კილიან მბაპემ მესამე (7.84).

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართა. ტურნირის შეცვლილი ფორმატის გამო, ისტორიაში პირველად ფინალურ ეტაპზე 48 გუნდმა ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.190925