ფეხბურთი

11:13 | 21.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის პრეზიდენტმა ეროვნულ ნაკრებში მესის კარიერა შეაჯამა

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მაილიმ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის დამარცხების შემდეგ, ლიონელ მესის ეროვნულ ნაკრებში კარიერა შეაფასა.

ტურნირის გადამწყვეტ მატჩში არგენტინელებმა ესპანეთთან 1:0 წააგეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

„მადლიერების გრძნობა. ადამიანი, რომელიც 20 წელზე მეტია თავისი სპორტის - ამ შემთხვევაში, ფეხბურთის - მწვერვალზეა, აღფრთოვანებას იმსახურებს. მან უდიდესი სიხარული მოუტანა ყველა არგენტინელს. უფრო მეტიც, მას სიხარული მოჰქონდა ყველგან, სადაც თამაშობდა და ყველასთვის, ვინც კარგ ფეხბურთს აფასებს“, - თქვა მაილიმ Radio Mitre-ს YouTube არხზე.

ცოტა ხნის წინ დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მესიმ რვა გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსოფლიო ჩემპიონატის დროს ლიონელი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე 20 გოლის ნიშნულს მიაღწია და ასევე გახდა საუკეთესო საგოლე გადაცემების შემსრულებელი და რეკორდსმენი ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩით.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163475