ფეხბურთი

16:22 | 20.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიდერლანდური გრანდი გიორგი წიტაიშვილის დამატებით ინტერესდება

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი წიტაიშვილის დამატებით ნიდერლანდური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი "პსვ ეინდჰოვენია" დაინტერესებული. ინფორმაციას Transfernews.nl-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ქართველი ფეხბურთელი ამ მომენტისთვის თავისუფალი აგენტია და ახალი გუნდის ძიებაშია. მის მიმართ ინტერესს ასევე ფრანგული "ლორიენი" და გერმანული "ფრაიბურგი" იჩენენ.

გიორგი წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით "მეცში" გაატარა, სადაც მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. სეზონის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელი კიევის "დინამოში" დაბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156091