ფეხბურთი

20:07 | 11.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

94 წლის ასაკში გარდაიცვალა კაცი, რომელმაც თავის დროზე „ჩელსი“ 1 გირვანქად შეიძინა

„ჩელსის“ ყოფილი მფლობელი კენ ბეიტსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა განაცხადა.

„დიდი მწუხარებით ვაცხადებთ „ჩელსის“ საფეხბურთო კლუბის ყოფილი მფლობელისა და თავმჯდომარის, კენ ბეიტსის გარდაცვალების შესახებ. კლუბი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს კენის მეუღლეს, სიუზანს, მის ოჯახსა და მეგობარებს. კენის მონდომება, ებრძოლა „ჩელსისთვის“ რთულ დროს და გუნდი გამარჯვებისკენ წაეყვანა, არასდროს დაავიწყდებათ კლუბში“, - ნათქვამია „ლურჯების“ განცხადებაში.

ბეიტსმა „ჩელსი“ 1982 წელს სიმბოლურ 1 გირვანქად შეიძინა და კლუბის ვალები, რომლებიც 1.5 მილიონ გირვანქას (1.755 მილიონ ევროს) შეადგენდა, დაფარა. ბიზნესმენი „ლურჯებს“ 2003 წლამდე მართავდა, სანამ კლუბი რომან აბრამოვიჩს მიჰყიდა. ბეიტსის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ ორჯერ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, ქვეყნის ლიგის თასი, თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.162827