ფეხბურთი

16:27 | 7.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

წყვილი, რომელსაც ფავორიტი არ ჰყავს

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპი კოლუმბიისა და შვეიცარიის მატჩით დასრულდება. წყვილი, რომელშიც ფავორიტის დასახელება ძალიან ძნელია.

ორივემ აქამდე გზა მშვენივრად გაიარა, ალბათ, კოლუმბიამ უფრო რთული და უფრო დამაჯერებლად, მაგრამ დასაწუნი არც შვეიცარიას აქვს რაიმე. ზოგადად. შვეიცარია სტაბილურობის ნამდვილი მაგალითია, მისთვის პრობლემა ისაა, რომ საკუთარ თავზე მაღლა პრაქტიკულად ვერ ხტება.

კოლუმბიამ ჯგუფში პორტუგალიას აჯობა, პლეი-ოფში განას. შვეიცარიაც პირველი ადგილით გავიდა ჯგუფიდან, 1/16-ფინალში ალჟირსაც ადვილად აჯობა. თუმცა, ევროპელებს სერიოზული პრობლემა შეექმნათ - იოჰან მანზამბი ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს. არადა, 20 წლის ნახევარმცველი მუნდიალზე ბრწყინავდა - 3 გოლი და 2 საგოლე პასი ოთხ თამაშში. კოლუმბიას კი, განსაკუთრებული საკადრო პრობლემები არ აქვს.

კოლუმბიამ ტურნირზე მხოლოდ 1 გოლი გაუშვა და სამჯერ კარი მშრალად შეინახა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ესპანეთს და მექსიკას აქვთ. თავის მხრივ, შვეიცარიას ბოლო 10 მატჩი არ წაუგია - 7 მოგება, 3 ფრე.

კოლუმბია და შვეიცარია აქამდე ოთხჯერ შეხვედრიან და სამხრეთამერიკელებს უპირატესობა აქვთ - 2 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. ოთხიდან სამი მატჩი ამხანაგური იყო, ერთი ოფიციალური: 1994 წლის მუნდიალზე კოლუმბიამ შვეიცარიას 2:0 აჯობა. ამ წყვილში მოგებული მეოთხედფინალში არგენტინას ან ეგვიპტეს შეხვდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

შვეიცარია: კობელი; ზაკარია, ელვედი, აკანჯი, როდრიგესი; ჯაკა, ფროილერი; ნდოიე, ებიშერი, ვარგასი; ემბოლო

კოლუმბია: ვარგასი; მუნიოსი, სანჩესი, ლუკუმი, მოხიკა; ლერმა, არიასი, პუერტა; როდრიგესი, სუარესი, დიასი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170273