სარეკლამო ადგილი - 96
კოდი <head>-ში
X x X
სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:32 | 6.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "გერმანულ ფეხბურთში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ"
"მსიამოვნებს ძლიერ მეტოქეებთან შეჯიბრი. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო მოტივირებული ვარ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნის“ საიტს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბუნდესლიგაში თამაშის მოლოდინებსა და ახალ კლუბეზე ისაუბრა. ასევე, თავის ამბიციებსა და სათამაშო სტილზე.

- როგორ გრძნობ თავს ტრანსფერის შემდეგ?

- თავს კარგად და დადებითა ვგრძნობ. ბედნიერი ვარ ტრანსფერით და მოუთმენლად ველი ამ ახალ გამოწვევას.

- გასულ სეზონში ნიურნბერგის შემადგენლობაში II ბუნდესლიგაში 33 თამაში ჩაატარე და მხოლოდ ერთი გამოტოვე. საიდან მოდის ასეთი თანმიმდევრულობა?

- ყოველთვის ვცდილობ, რომ საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვიყო. ამაზე ყოველდღიურად ვმუშაობ გუნდთან ერთად და ასევე ინდივიდუალურად. სწორედ ამიტომ შემიძლია თანმიმდევრულად თამაში და მინდა, რომ აქაც ასე გავაგრძელო.

- როგორ აღწერდით თქვენს სათამაშო სტილს?

- აგრესიული ფეხბურთელი ვარ და მომწონს ერთი-ერთზე დუელები. თუმცა, ასევე მსიამოვნებს ბურთით თამაში და დრიბლინგი. უპირველეს ყოვლისა, თავს კომფორტულად ვგრძნობ პირდაპირ დუელებში და დაცვაში.

- დაცვითი თვისებების გარდა, გასულ სეზონში ხუთი გოლიც გაიტანეთ. რას უნდა ელოდონ გულშემატკივრები?

- კარგი სეზონი იყო და მჯერა, რომ ჩემი სიმაღლის გამო, შეტევაში სახიფათო შემიძლია ვიყო. იმედია, ამას კიოლნშიც ვაჩვენებ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გულშემატკივრები და კლუბი გავახარო.

- საქართველოს ნაკრების რიგებში უკვე ითამაშეთ "რაინ ენერჯიშტადიონზე" ევრო 2024-ზე. რა მოგონებები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- ძალიან სასიამოვნო მოგონებები, რადგან მერვედფინალში გავედით. ასევე, თავად სტადიონი განსაკუთრებულად მახსოვს. ახლა მოუთმენლად ველი აქ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაშს.

- სტადიონმაც ხომ არ იქონია გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე?

- რა თქმა უნდა. ბევრი მსმენია გულშემატკივრებზე, სტადიონზე და ქალაქზე, იმაზე, თუ რამდენად უყვართ აქაურ ხალხს ფეხბურთი. ეს მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელისთვის და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც კიოლნი ავირჩიე. მინდა გულშემატკივრებს ვაჩვენო, რომ აქ ჩემი ადგილია და ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ.

- თქვენი კარიერის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანაში გითამაშიათ. რა მოგცათ ამ გამოცდილებამ?

- რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას განსხვავებული კულტურა, ფეხბურთის განსხვავებული სტილი აქვს. მე ავსტრიასა და იტალიაში მითამაშია - ორ სრულიად განსხვავებულ ლიგაში. გერმანული ფეხბურთი ფიზიკური და ინტენსიურია, რაც მომწონს. გერმანული თამაშის სტილით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

- რას ელით ბუნდესლიგისგან?

- მოუთმენლად ველი ამას. მსიამოვნებს ძლიერ მეტოქეებთან შეჯიბრი. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, მით უფრო მოტივირებული ვარ. მოუთმენლად ველი გამოწვევას.

- როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი თანაგუნდელები, როგორც მოთამაშეს და როგორც ადამიანს?

- ვფიქრობ, ისინი იტყვიან, რომ კარგი ადამიანი ვარ, ძალიან თავმდაბალი. მოედანზე ასევე ლიდერი ვარ, მიყვარს აგრესიულად თამაში და მენტალურად ძლიერი ვარ.

ლუკა ლოჩოშვილი "ნიურნბერგს" შარშან იტალიური "კრემონეზედან" შეუერთდა. მან მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილ გუნდში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - II ბუნდესლიგის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ლოჩოშვილს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში, „ჟილინაში“, „ვოლფსბერგერში“, „კრემონეზესა და „სალერნიტანაშიც“ აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით 32 თამაშში 4 გოლი მიითვალა.

„კიოლნის“ ისტორიაში ის მესამე ქართველი იქნება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. „კიოლნმა“ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 32 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 40
გახსნილი მასალის შემდეგ video
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.164251
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X