ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში „ესტადიო აცტეკაზე“ მექსიკა 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის შემდეგ "სამი ლომის" კაპიტანმა ჰარი კეინმა BBC-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, თუმცა ინგლისელს ნორმალურად საუბარი უჭირდა, სიმღერისგან და დიდი ემოციისგან მას ხმა პრაქტიკულად დაკარგული ჰქონდა.
"ეს გიჟური თამაში იყო. მოგვიწია ბრძოლა და გამოსავლის პოვნა. ახლახან ვმღეროდი და ახლა ლაპარაკიც კი მიჭირს. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ასეთი მნიშვნელობის მატჩში, ასეთ გუნდთან და როცა ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ მიდიოდა, მაინც მოვახერხეთ გამარჯვების გზის პოვნა.
ახლა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს უკვე ნახევარფინალს ვთამაშობდით.თავიდანვე იგრძნობოდა, რამდენად დიდი მატჩი იყო. მას შემდეგ, რაც მექსიკაში ჩამოვედით, ისეთი განცდა გვაქვს, თითქოს რაღაც ძალიან დიდისა და განსაკუთრებულის ნაწილი ვართ. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი გაიღო.
მსაჯმა ბევრი გადაწყვეტილება ჩვენს საწინააღმდეგოდ მიიღო, თუმცა საბოლოოდ ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ამიტომ ბედნიერი ვარ", - განაცხადა კეინმა.
ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალში ნორვეგიას დაუპირისპირდება, აღნიშნული შეხვედრა 12 ივნისს თბილისის დროით 01:00 საათზე გაიმართება.





