ფეხბურთი

21:14 | 17.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოლი 60 მეტრიდან: "რუსთავმა" "იბერიას" აჯობა და გალიდერდა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მე-18 ტურის შემდეგ ლიდერი შეიცვალა: „რუსთავმა“ „იბერიას“ სტუმრად აჯობა და პირველ ადგილზე გადავიდა.

„იბერიაში“ შედგა ანდრეი დემჩენკოს დებიუტი, რომელმაც გუგა ნერგაძე შეცვალა, მაგრამ უკრაინელის დასაწყისი კარგი ნამდვილად არ გამოვიდა.

თუმცა, „იბერია“ იგებდა: 42-ე წუთზე ანგარიში ამირან ძაგანიამ გახსნა და თბილისური გუნდი დაწინაურდა, მაგრამ მეორე ნახევარში გია ცეცაძის გუნდმა დააქამბექა. 61-ე წუთზე პრინს ოსეიმ ბრწყინვალედ ითამაშა და ულამაზესი გოლით გაათანაბრა ანგარიში, ბოლო წუთზე კი ვაჟა ფაცაციამ რუსთავალებს მოაგებინა - სტუმართა მცველმა ჯარიმა 60 მეტრიდან პირდაპირ კარში დაარტყა და "იბერიას" მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი ვერაფერს გახდა - საოცარი გოლი გავიდა.

„რუსთავმა“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 32 ქულით გალიდერდა და მომდევნო ტურში „დილას“ შეხვდება, ხოლო „იბერია“ 31 ქულით მეორეა და წინ „მეშახტესთან“ შეხვედრა აქვს.

„იბერია“ – „რუსთავი“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 ძაგანია (42), 1:1 ოსეი (61), 1:2 ფაცაცია (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.152337