2026 წლის NBA-ის ფინალი კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სერიად დარჩება. “ნიუ იორკ ნიქსმა” ჩემპიონობა 53-წლიანი ლოდინის შემდეგ, 5 მატჩიან დაპირისპირებაში მოახერხა და სერია 4-1 მოიგო. ფინალის გადამწყვეტ შეხვედრაში მათ “სან ანტონიო სპურსი” 94:90 დაამარცხეს.
“ნიქსისთვის” ეს გამარჯვება განსაკუთრებული იყო, რადგან კლუბს ბოლო ჩემპიონობა 1973 წელს ჰქონდა მოპოვებული. ფინალურ სერიაში გუნდმა არაერთხელ აჩვენა ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და რთული სიტუაციებიდან დაბრუნების უნარი. გადამწყვეტ მატჩშიც ნიუ-იორკელებმა მეოთხე პერიოდში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის ბოლოს მეტოქის ზეწოლას გაუძლეს. აღსანიშნავია მორიგი ქამბექიც. მესამე პერიოდში “სან ანტონიო” მეტოქეზე 15 ქულით წინ იყო, თუმცა მომავალმა ჩემპიონებმა წინა მატჩის მსგავსად აქაც მოახერხეს თამაშის შემოტრიალება.
ფინალის მთავარი გმირები “ნიქსის” ლიდერები გახდნენ. მათ სეზონის განმავლობაში სტაბილური თამაში აჩვენეს და პლეი-ოფში განსაკუთრებულად ეფექტურად იასპარეზეს.

გამოსარჩევია ჯეილენ ბრანსონი, რომელმაც გუნდის მიერ მოპოვებული ქულების თითქმის ნახევარი მარტომ დააგროვა. მის ანგარიშზე 45 ქულა იყო, რაც კლუბის ისტორიაში NBA ფინალის მატჩში რეკორდული მაჩვენებელია. მეოთხე პერიოდში მან 15, ხოლო ბოლო 2 მეოთხედში 29 ქულა დააგროვა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. გარდა ამისა 3 მოხნა, ამდენივე პასი და 2 ჩაჭრაც დააგროვა. ის ფინალის MVP დამსახურებულად გახდა.
ორმაგი დუბლი შეასრულა ჰარტმა, მან 13 ქულასთან ერთად 11 მოხსნა მიითვალა.
დამარცხებულთაგან 2 კალათბურთელი გამოირჩა. ჰარპერმა საკუთარ გუნდს 25, ხოლო ვემბანიამამ 19 ქულასთან ერთად 14 მოხსნა შესძინა.
ჩემპიონობის მთავარი ფაქტორები “ნიქსის” დაცვა, სწრაფი შეტევები და გადამწყვეტ მომენტებში სიზუსტე აღმოჩნდა.
ამ გამარჯვებით “ნიუ იორკის” გუნდმა დაასრულა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი საჩემპიონო პაუზა NBA-ის ისტორიაში.
გუნდი, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კვლავ დაამტკიცა, რომ NBA-ის ელიტას ეკუთვნის.







