ძიუდოს აკადემიაში ერთდღიანი გუნდური ტურნირი „ოქროს ლიგა“ ჩატარდა. ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის შეჯიბრების გამარჯვებული ზედიზედ მეორედ „ბაგრატი 2015“ გახდა.
ქუთაისის გუნდმა ფინალში თელავს 3-1 აჯობა. იმერეთს საჩემპიონო ქულა ენდი სილაგაძემ მოუტანა. ბრინჯაოს მედლები კი გორის „ვიპ ძიუდომ“ და საგარეჯოს „არსენამ“ მოიპოვეს.
ავთანდილ ჭრიკიშვილის სახელობის ტურნირი 2013 წლიდან ტარდება. წლევანდელ შეჯიბრებაში კი მონაწილეობა 16-მა საუკეთესო ძიუდოს კლუბმა მიიღო.







