ფეხბურთი

10:43 | 8.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესმა არჩევნები დამაჯერებლად მოიგო და დაადასტურა, რომ “რეალის" მწვრთნელი მოურინიო გახდება

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის არჩევნებში მოქმედმა ხელმძღვანელმა, ფლორენტინო პერესმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და კლუბის პრეზიდენტად 2030 წლამდე დარჩება. არჩევნებში მან ხმების 65% მიიღო, ხოლო მისი კონკურენტმა ენრიკე რიკელმემ კი ხმების 35%-ი. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 20 წლის განმავლობაში, როდესაც „რეალის“ წევრებს პრეზიდენტის არჩევა ორ კანდიდატს შორის მოუხდათ.

გამარჯვების შემდეგ პერესმა მადლობა გადაუხადა კლუბის წევრებს და აღნიშნა, რომ მისი გუნდი კვლავ გააგრძელებს ტიტულებისთვის ბრძოლას. მან ასევე დაადასტურა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდება.

„ჩვენ მოვიგეთ არჩევნები და გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ტიტული მოვიგოთ. ყველა საარჩევნო მაგიდაზე გავიმარჯვეთ და „რეალის“ არჩევნების ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ. პირველი რეკორდიც ჩვენ გვეკუთვნის, 2004 წელს. ეს შესანიშნავი შედეგია.

აქ ვარ იმისთვის, რომ „რეალის“ ინტერესები დავიცვა. გავაგრძელებთ მუშაობას, რათა კლუბმა კიდევ უფრო მეტი ტიტული მოიგოს. კვლავ ვიამაყებთ „სანტიაგო ბერნაბეუთი“, მსოფლიოს საუკეთესო სტადიონით. ვიამაყებთ, რომ ჩვენს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ და ვიამაყებთ იმითაც, რომ ჩვენთან ბრუნდება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ნამდვილი "მადრიდისტა" ჟოზე მოურინიო", - განაცხადა პერესმა.

ცნობისთვის, ჟოზე მოურინიომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა და პერეს გამარჯვება მიულოცა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161074