მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი იტალიელი იანიკ სინერი ყველასთვის მოულოდნელად საფრანგეთის ღია პირველობას, როლან გაროსს გამოეთიშა.
1/32 ფინალში იტალიელი ჩოგბურთელი არგენტინელ ხუან მანუელ სერუნდოლოს დაუპირისპირდა და ხუთ სეტში 2:3 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ სინერმა შეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო კარგად დაიწყო და პირველი ორი სეტი დამაჯერებლად მოიგო. იტალიელი მესამე სეტშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა როდესაც 5:1 იგებდა თავი შეუძლოდ იგრძნო, მას კორტზე გადაადგილება უწევდა და როგორც მან აღნიშნა, მატჩის მსვლელობის დროს თავბრუსხვევას გრძნობდა.
საბოლოო ჯამში არგენტინელმა შეხვედრა შემოატრიალა და წაგებული ორი სეტის შემდეგ შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ იანიკ სინერის შთამბეჭდავი 30 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა, ბოლოს იტალიელს 19 თებერვას ჩეხ ჩოგბურთელ იაკუბ მენშიკთან ჰქონდა წაგებული.







