ფრანგული „ლილის“ ნიჭიერი ფეხბურთელი აიუბ ბოადი მაროკოს ნაკრებში ითამაშებს.
18 წლის ნახევარმცველს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და საფრანგეთის ნაკრებში თამაში შეეძლო. თუმცა, ის ვერ მოხვდა დიდიე დეშამის შერჩეულ მუნდიალის განაცხადში.
სამაგიეროდ, ბოადი იქნება მაროკოს ნაკრების შემადგენლობაში და მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. 18 წლის ფეხბურთელს „ლილის“ მაისურით უკვე 95 მატჩი აქვს ჩატარებული, საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებში კი 10 თამაშში 1 გოლი გაიტანა.





